შიხიაშვილის დანიშვნა

ჯაფარიძე: შიხიაშვილს დაუფასდა ამაგი, რომელიც მან გასწია ქართული ოცნებისთვის

0 კომენტარი

პრემიერმინისტრის მიერ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსად ირაკლი შიხიაშვილის დანიშვნას ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს. მისი თქმით, შიხიაშვილს ის "ამაგი დაუფასდა", რაც ქართული ოცნებისთვის გაიღო.

"შეფასება მარტივია, დაუფასდა ის ამაგი, რომელიც მან გასწია ქართული ოცნებისთვის, როდესაც ის იყო საკრებულოს თავმჯდომარე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების საკრებულოს წევრები დედაქალაქში გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ ბიუჯეტში არის პრობლემები და ის ხარჯები, რომლებიც არის გაწეული, სწორედ შიხიაშვილის დროს იყო დამტკიცებული და გახარჯული. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანს დაუფასეს ის ღვაწლი, რომელიც მან გაიღო ქართული ოცნებისთვის. ცხადია, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. შიხიაშვილი იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი, შემდეგ გადახტა ნაციონალური მოძრაობისგან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ ოცნებას. გამოირჩეოდა აქტიურობით, დაუფასდა და მისცეს რაღაც კონკრეტული თანამდებობა", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსად პრემიერმინისტრმა საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი ირაკლი შიხიაშვილი დანიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი ფერაძე შეცვალა.

თავად შიხიაშვილმა დღეს აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ის ნდობა, რომელიც პრემიერმა გამოუცხადა.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი 2013 წლის ნოემბრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს აღარ ექვემდებარება და დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად მუშაობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები