მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

ჰოლანდიამ მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების გამოძიების ანგარიში წარადგინა

Reuters

ნიდერლანდების ხელისუფლებამ უკრაინაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების გამოძიების წინასწარი ანგარიში წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, კატასტროფის მიზეზი გახდა თვითმფრინავის ჰაერში ნაწილებად დაშლა - გარედან დიდი რაოდენობით მაღალი ენერგიის მქონე ობიექტების ზემოქმედების გამო. კატასტროფის მომენტში შავი ყუთების ჩამწერებიც და კავშირი ერთდროულად გაითიშა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სრული გამოძიებისთვის უფრო მეტი მონაცემების შეკრებაა საჭირო. მანამდე კი, BBC-მ ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოქვეყნა, რომელთა თანახმად, თვითმხილველებმა კატასტროფის წინ, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული საზენიტო სარაკეტო დანადგარი ბუკი შენიშნეს - რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა და მისი ეკიპაჟი რუსი სამხედროებისგან შედგებოდა. 

17 ივლისს სამგზავრო ლაინერის ჩამოგდებას 298 ადამიანი შეეწირა. მათი უმრავლესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო.

კომენტარები