სამომხმარებლო ბაზარი

იტალიური კომპანია მილანინვესტი გუდვილის 60%-იანი წილის მფლობელი გახდება

0 კომენტარი
გუდვილის ფილიალი თბილისი-გორის საავტომობილო გზის პირას ფოტო: Goodwill.ge

ქართული საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშის გუდვილის მმართველობაში იტალიური კომპანია მილანინვესტი შედის, ფირმა გუდვილის 60%-იანი წილის მფლობელი გახდება. კომპანიებს შორის ხელშეკრულება უკვე დადებულია და იტალიურმა კომპანიამ საწყისი ინვესტიცია გუდვილში უკვე ჩადო. გუდვილის ბრენდის ცვლილება დაგეგმილი არ არის.

გუდვილის სავაჭრო ქსელის დირექტორმა ირინა ქოსაშვილმა ტაბულასთან საუბარში თქვა, რომ გაზრდილი კონკურენციის პირობებში კომპანიამ გადაწყვიტა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით გაეგრძელებინა ოპერირება.

იტალიური მილანინვესტი საქართველოში სამომხმარებლო ბაზრის კვლევას ჩაატარებს, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რა საფასო სეგმენტისთვის გააგრძელებს ფირმა ოპერირებას. ასევე შედგება ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ბრენდი განვითარდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები