ტრანსპორტი

საქართველოს რკინიგზის წლიური დაუბეგრავი მოგება 23.6%-ით არის შემცირებული

საქართველოს რკინიგზის ოფიციალური ფინანსური მონაცემებით 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით,  2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს რკინიგზის დაუბეგრავი მოგება შემცირებულია 23.6%-ით 2013 წელს 48.5 მილიონიდან 37 მილიონ ლარამდე. 

შემოსავალი სამგზავრო გადაყვანებისგან 2014 წელს 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 10%-ით, ტვირთის გადატანისგან მიღებული შემოსავალი კი გაზრდილია 5.3%-ით. 

საქართველოს რკინიგზის მიერ გადატანილი ტვირთის კლებით ტენდენციაზე უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგი გამართა. ჯაფარიძის თქმით, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით 2014-ში 771 000 ტონით ნაკლებია, 2014 წლის გეგმას კი ორი მილიონ ორასი ათასი ტონით ჩამორჩება. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ კლების ტენდენცია შუა აზიიდან შემოტანილ ტვირთებზე ფიქსირდება. დეპუტატის თქმით, შემცირებულია კომპანიის ღირებულებაც.

საქართველოს რკინიგზის პრესსამსახური უარს აცხადებს ჯაფარიძის ბრიფინგის კომენტირებაზე და ტაბულას მათ მიერ მომზადებული 2014 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის პრეზენტაციაზე ამისამართებს, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიის შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 

კომენტარები