უკრაინის კრიზისი

ლისენკო: რუსულმა ჰუმანიტარულმა კოლონამ უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა

en.ria.ru

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, რუსულმა ე.წ. ჰუმანიტარულმა კოლონამ უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და ლუგანსკში შევიდა. 

"დღეს ღამით დადგენილი სასაზღვრო-საბაჟო წესის დარღვევით, საერთაშორისო წითელი ჯვრის დამკვირვებლის დასწრების გარეშე დონეცკიდან იზვარინოში რუსული მხარის მიერ ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთის არაკანონიერი გადაადგილება დაფიქსირდა. უკრაინელი მესაზღვრეებს და მებაჟეებს არ მისცეს უფლება შეემოწმებინათ გაფორმებული ტვირთი და სატრანსპორტო საშუალება. ჰუმანიტარულ ტვირთს თან არ მოჰყვება არც საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენელი. ჰუმანიტარული ტვირთის შიგთავსი ცნობილი არ არის"- განმარტა ლისენკომ შაბათს 13 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. 

კომენტარები