უკრაინის კრიზისი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზპრომს და ლუკოილს სანქციები დაუწესა

Getty Images

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული გაზისა და ნავთობკომპანიებს სანქციები დაუწესეს. დიდ ნავთობკომპანიებს შორის მოხვდნენ გაზპრომი, ლუკოილი, ტრანსნეფტი და გაზპრომ ნეფტი. 

დაწესებული სანქციების თანახმად, ამერიკელ მიმწოდებლებს აეკრძალებად რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიებისათვის იმ საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდება, რომელიც გამოიყენება ნავთობის მოპოვებისათვის ღრმა წყალსა და არქტიკაში. 

როსნეფტის პარტნიორის Exxon-ის დანაკარგი ამ სანქციებიდან $1.5-2 მილიარდი დოლარი იქნება - განმარტავს რუსი ექსპერტი დიმიტრი ალექსანდროვი. 

როსნეფტის პრეზიდენტი მიხეილ ლეონტიევი ამბობს, რომ მისი იურისტები დაწესებული სანქციების შესწავლის პროცესში არიან და ამბობს, რომ დაწესებული ლოგიკასაა მოკლებული. 

გარდა ნავთობისა და გაზის კომპანიებისათვის დაწესებული სანქციებისა, შავ სიაში მოხვდნენ ისეტი დიდი რუსული ბანკები, როგორიც არის სბერბანკი, მოსკოვის ბანკი, გაზპრომბანკი, ნოვატეკი, როსსელხოზბანკი, ვნეშეკონომბანკი და VTB. ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ ჩამოთვლილი რუსული ბანკების გრძელვადიანი ობლიგაციების შეძენა და მათთვის სესხის დამტკიცება. 

კომენტარები