ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის რაიონის ორი სოფელი, შრომა და ნინიგორი დაიტბორა.
სოფელ შრომაში დაზარალებულია 40-მდე ოჯახი. ნინიგორში დატბორილია ცენტრალური მაგისტრალი.
სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად მუშაობენ ადგილობრივი სამაშველო სამსახურები.