ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ ალექსანდრე ჭიკაიძეს ფრაქციის სხდომაზე იწვევს

7 კომენტარი

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს ფრაქციის სხდომაზე იწვევს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება დამძიმებულია და ამასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. 

"ჩვენი შეფასებით, კრიმინოგენური ვითარება არის დამძიმებული, საქართველოს მოქალაქეები გრძნობენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მატებას, აგვისტოსა და ივლისში მოხდა ბევრი მკვლელობა. იყო ისეთი საშინელი ფაქტები, რომლებიც 90-იანი წლების მერე აღარ ყოფილა ანუ ადამიანების დაუთოება, დაყაჩაღება, ძარცვა და ა.შ. ამის საპასუხოდ შსს ისევ შევარდნაძისეულ მეთოდს, რეიდებს იყენებს. ჩვენი შეფასებით, ეს არის აბსოლუტურად არასწორი გზა. ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის ამოჩემება და პოზიცია, საზოგადოებაში არის დაგროვილი შეკითხვები", -  განაცხადა გაბაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ ჭიკაიძე ქუთაისში, ფრაქციის სხდომაზე არ მივა, ეს იქნება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის დარღვევა. 

"მიუხედავად ჩვენი არაერთი წერილობითი მოთხოვნისა, ვერა და ვერ ხერხდება ალექსანდრე ჭიკაიძის მოწვევა ჩვენი ფრაქციის სხდომაზე. ამჯერად, ჩვენ განმეორებით ვიწვევთ შს მინისტრს ქუთაისში, პარლამენტში ფრაქციის სხდომაზე, რათა ის მობრძანდეს და ვიმსჯელოთ დამძიმებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე. მუდმივად გადადება ამ შეხვედრების და გაუქმება არის უგულებელყოფა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მესამე პუნქტის. საქართველოს შს მინისტრი ვალდებულია მოვიდეს პარლამენტში, დაესწროს ფრაქციის სხდომას და გასცეს პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც პარლამენტის წევრებს აქვთ", - აღნიშნა ჭიკაიძემ. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შს მინისტრი პარლამენტში აპრილშიც დაიბარა. მაშინ დეპუტატებს მინისტრის მოსმენა მის ინტერვიუსთან დაკავშირებით უნდოდათ. კერძოდ, ჭიკაიძემ პრაიმტაიმთან საუბარში, ნაციონალური მოძრაობა არეულობის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. მაშინ, შს მინისტრი დეპუტატებთან შეხვედრაზე არ მივიდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები