საგარეო ვაჭრობა

ბარამბო პროდუქციას ერაყში ექსპორტზე გაიტანს

REUTERS

ტკბილეულის მწარმოებელი ქართული კომპანია ბარამბო პროდუქციას ერაყში ექსპორტზე გაიტანს. ბარამბო ამჟამად ერაყულ მხარესთან ახორციელებს მოლაპარაკებებს, რომლის საბოლოოდ დასრულების შემდეგაც ფირმა პროდუქტების ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს ერაყელ მყიდველს. ბარამბო უახლოეს მომავალში ექსპორტზე სხვა ქვეყნებში გასვლასაც გეგმავს.

კომპანია აქამდე ძირითადად ქართულ ბაზარზე იყო ორიენტირებული, მცირე რაოდენობის ექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში გადიოდა, მაგრამ ამ ქვეყნებში დიდი მარკეტინგული კამპანიები არ ხორციელდებოდა. მოლაპარაკებების შედეგად კი ერაყის ბაზარზე სრულად იქნება წარმოდგენილი ბარამბოს ტკბილეულის სხვადასხვა სახეობა: შოკოლადის კანფეტი, კარამელი, შოკოლადის ასორტი და ა.შ.

ბარამბოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამარ ნიბლაძემ ტაბულასთან საუბარში განმარტა, რომ დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე გაიტანა საკუთარი პროდუქცია, რამაც საკმაოდ კარგი შეფასებები დაიმსახურა. ეს ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო იმისა, რომ კომპანიამ ექსპორტზე ფოკუსირება გადაწყვიტა. 

ბარამბო 2009 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე ის ბელგიური ნედლეულით აწარმოებს შოკოლადსა და სხვა სახის ტკბილეულს.

კომენტარები