მარგველაშვილი-ღარიბაშვილი

კალაძე: პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დამოკიდებულება ჩვენთვისაც რთულია

გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კალაძე
agenda.ge

ის დამოკიდებულება რაც ჩამოყალიბდა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის რთულია ჩვენთვისაც, მინისტრებისათვისაც და პრემიერმინისტრისთვისაც - ამბობს კალაძე. 

კახა კალაძემ პრემიერ ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა ტელეკომპანია იმედის ეთერში მიცემულ ინტერვიუში განიხილა. 

მე მიჭირს კონკრეტულად პასუხის გაცემა თუ რის გამო მოხდა ასეთი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში მარგველაშვილი ჩვენი გუნდის წევრი იყო. მთელი საარჩევნო კამპანია ივანიშვილი ბავშვივით დაატარებდა ყველგან, რომ ამომრჩეველს მისთვის ხმა მიეცა. ეს იყო რეალობა, ჩვენ ამას ვერ გავექცევით - ამბობს კალაძე. 

კალაძემ განმარტა, რომ ერთერთი პირველი შეუთანხმებლობა პრეზიდენტის მიერ რეზიდენციაში გადასვლის ფაქტი იყო. 

პირადად მე რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაცია მარგველაშვილთან - იხსენებს ვიცეპრემიერი - მარეგულირებელ კომისიაში გათავისუფლდა ერთი ადგილი. როგორც წესი, მარეგულირებელი კომისიის წევრებს პრეზიდენტი წარუდგენს მთავრობას შემდეგ კი პარლამენტი ამტკიცებს. მე მას დავურეკე და ვთხოვე გაეთვალისწინებინა ერთი პიროვნება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნებოდა შეთავაზებული. თუმცა ეს ასე არ მოხდა. არ იქნა გათვალისწინებული - ამბობს კალაძე და განმარტავს, რომ როგორც წესი კონკრეტულ საკითხებზე მინისტრებს პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ აქვთ, რადგან საქართველო საპარლამენტო სახელმწიფოა და მთავრობის მუშაობას უშუალოდ პრემიერი ადევნებს თვალს. 

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ კოალიციაში არანაირი პრობლემა არ არსებობს და რომ ისინი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. 

კომენტარები