ქართული ოცნება

საგანელიძე: ცხადია, დუმბაძის ვიცე-სპიკერობიდან გადაყენების საკითხი დადგება

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

თავისთავად ცხადია ვიცე-სპიკერობიდან დუმბაძის გასვლის საკითხი დადგება იმ ფორმით და იმ სახით, რასაც ითვალისწინებს რეგლამენტი - ამბობს დავით საგანელიძე. 

საგანელიძე ასევე მიიჩნევს, რომ დუმბაძის ვიცე-სპიკერობიდან გასვლის საკითხი უდნა გადაწყვიტოს აჭარის დეპუტაციამ და აჭარის მთავრობის მაჟორიტარებისგან. 

საგანელიძე განმარტავს, რომ დუმბაძის ვიცე-სპიკერობიდან გასვლის ორი გზა არსებობს: გაწვევის და გადაყენების. ის თუ რა გზას აირჩევს აჭარის მთავრობის დეპუტაცია მათზეა დამოკიდებული. 

საგანელიძე 15 სექტემბერს ესწრებოდა უმრავლესობის შეხვედრას აღმასრულებელ მთავრობასთან, სადაც პრემიერმინისტრი შეხვდა უმრავლესობის წევრებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. 

კომენტარები