ხანძარი

ე.წ. ბოშების ბაზრობის ხანძართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

ე.წ. ბოშების ბაზრობა
რუსთავი 2

ე.წ. ბოშების ბაზრობის ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ე.წ. ბოშების ბაზრობის ხანძრის შესახებ შეტყობინება დილის 6 საათზე შევიდა. დამწვარია 2500კვ.მ-მდე ფართობი. მსხვერპლი არ არის.

გამთენიისას ხანძარი საცხოვრებელ სახლებზეც გადავიდა. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე დამწვარია რამდენიმე სახლის სახურავი.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ხანძარი გაქურდვის შემდეგ გაჩნდა.

კომენტარები