ერაყის კრიზისი

ISIS-ის წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია განხორციელდა

BBC.COM

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის ფარგლებში ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ პირველი საჰაერო ოპერაცია ჩაატარა.

აშშ-ის სამხედროებმა ერაყის ქალაქ სინჯართან და ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით არსებული საბრძოლო პუნქტები გაანადგურეს, საიდანაც ისლამისტები ერაყის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლს უხსნიდნენ.

40-მდე სახელმწიფო, მათ შორის 10 არაბული სახელმწიფო, ე.წ. ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბებაზე ორშაბათს, 15 სექტემბერს პარიზში გამართულ კონფერენციაზე უკვე შეთანხმდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, ირანი არ არის კოალიციაში მონაწილე სახელმწიფოთა შორის.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ბოლო თვეების განმავლობაში ერაყში რამდენიმე შეტევა განახორციელეს და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული და ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავეს. ერაყსა და სირიაში ისლამისტებმა ხალიფატი გამოაცხადეს და სასტიკად უსწორდებიან როგორც მოწინააღმდეგეებს, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს.

კომენტარები