რადა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას დღეს აპირებს

უკრაინის უმაღლესი რადა

დღეს უკრაინის პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას რატიფიცირებას გაუკეთებს. რატიფიცირებასთან ერთად პარლამენტი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების განცხადების დეკლარირებას გეგმავს. აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის გამო უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია 2016 წლამდე გადაიდო. 

უკრაინის საკითხზე ორშაბათს, 15 სექტემბერს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გერმანიის კანცლერის პრესმდივნის განცხადებით, ქვეყნის ლიდერებმა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული მდგომარეობა და მინსკში 5 სექტემბერს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულება განიხილეს. სატელეფონო საუბარში მერკელმა პუტინს მიუთითა, რომ კონფლიქტის საბოლოოდ აღმოფხვრისთვის უკრაინიდან რუსეთის ჯარების სრულად გაყვანა და რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის ეფექტური კონტროლია საჭირო.

კომენტარები