დანაშაულის სტატისტიკა

შსს: 2013 წლის 8 თვესთან შედარებით, წელს იანვარ-აგვისტოში დანაშაულის კლებაა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში რეგისტრირებულია 17458 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 10583. დანაშაულის გახსნის პროცენტია 60.62%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17,05 %.

2014 წლის პირველ 8 თვეში განზრახ მკვლელობის 55 შემთხვევა დაფიქსირდა. გახსნის მაჩვენებელი 89.09%-ია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღნიშნული მუხლით დანაშაული 5.17%-თაა შემცირებული.

ხოლო სტატისტიკაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლის 14 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 12(85.71%) გახსნილია. აღნიშნული დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48.15%-ით არის შემცირებული. 

2014 წლის პირველ 8 თვეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების 158 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77.53%-ით არის გაზრდილი.

2014 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ნარკოტიკული დანაშაულის 1124 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთა 97.33%, შს სამინისტროს ცნობით, გახსნილია. 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნარკოტიკული დანაშაული 6.56%-თაა შემცირებული. ხოლო კონკრეტულად ნარკოტიკების კონტრაბანდა წინა წელთან შედარებით 44.12%-თაა გაზრდილი, ფსიქოტროპული საშუალებების კონტრაბანდა 400%-ით, ხოლო ფსიქოტროპული საშუალებების შეძენა, შენახვა, გასაღება 200%-ით.

კომენტარები