თბილისის ბიუჯეტი

ნარმანია: იძულებული ვართ, რომ ქამრები შემოვიჭიროთ

თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ "ეს ყველაზე ცუდი ბიუჯეტია, რომელიც მას უნახავს" და ახლა "იძულებული ვართ, რომ ქამრები შემოვიჭიროთ".

"ეს არის მართლაც ყველაზე ცუდი ბიუჯეტი, რაც მე მინახავს. იმიტომ, რომ ასეთი ბიუჯეტი დაგვახვედრეს მათ. მათ დაგვახვედრეს განიავებული ბიუჯეტი ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში. მათ დაგვახვედრეს ბოლომდე გახარჯული ბიუჯეტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ნაწილში. ჩვენ იძულებული ვართ, რომ ქამრები შემოვიჭიროთ, ადმინისტრაციული რესურსები დავზოგეთ, ტენდერებში არსებული ეკონომია გამოვიყენეთ სხვადასხვა აუცილებელი პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც წლის ბოლომდე მნიშვნელოვანია დავიწყოთ. წლის ბოლომდე გვჭირდებოდა ფინანსური სახსრები ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები, ამიტომაც სხვა მუხლებში არსებული თანხები აქეთ გადმოვიტანეთ. მათ არ ჰქონდათ გათვალისწინებული თანხები 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. წყალკანალიზაციის და დიღომში ოლიმპიური ტერიტორიის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც ჩვენ უნდა გავწიოთ. ამ ყველაფრის გამო, გვიწევს გარედან რესურსების მოზიდვა, რათა მოვასწროთ ეს პროექტები", - აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები