ფულადი გზავნილები

აგვისტოში ფულადი გზავნილების 60%-მდე საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა

REUTERS

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 225 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 0.9%-ით მეტია 2013 წლის აგვისტოს თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების 56% პროცენტი უმსხვილეს დონორზე, რუსეთზე მოდის. მეორე ადგილზეა საბერძნეთი, რომლიდანაც აგვისტოს თვეში $17 მილიონი შემოვიდა. დონორთა ხუთეულში იმყოფებიან იტალია, აშშ და თურქეთი.

2014 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.2 მილიონი ლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 3 მილიონი ლარით აღემატება. 

კომენტარები