საქართველოს იუსტიციის მინისტრი

არის მომენტები, როცა წულუკიანი ეჭვობს, რომ პრეზიდენტი ენმ-ს ეკეკლუცება

news.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, მალე მოირგოს კონსტიტუციური როლი. მისი აზრით, მოქმედ პრეზიდენტს ჯერ ეს როლი არ მოურგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრის თქმით, კოალიცია ქართული ოცნება ვერ შეძლებს ქვეყნის პროგრესისთვის მუშაობა გააგრძელოს - ამის შესახებ წულუკიანმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში განაცხადა.

ამასთან, წულუკიანი მარგველაშვილში დროდადრო ხედავს სისუსტეს, ენმ-ს ეთამაშოს ან ეკეკლუცის.

"ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ქართული ოცნებიდან არავინ აურჩევია ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ნაციონალურ მოძრაობას ან ეთამაშოს, ან ეკეკლუცოს ან ამგვარი ტიპის სისუსტე გამოიჩინოს. არის მომენტები, როცა მე მასში ამგვარ სისუსტეს ვხედავ, თუმცა მან ეს ჩემი ეჭვები, დავუშვათ, გაფანტა, როცა თქვა, რომ არ აპირებს რომელიმე ძალასთან შეკვრას" - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეს თამაშობს პრეზიდენტის ადვოკატის როლს, რაც მისთვის სრულიად მიუღებელია.

კომენტარები