თბილისის ბიუჯეტი 2014

თბილისის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებები დაამტკიცა

primetimenews.ge

თბილისის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებები დაამტკიცა. ბიუჯეტი 12 ნახევარი მილიონი ლარით შემცირდა. თუმცა, მთავრობას 30 მილიონის სესხება კვლავაც მოუწევს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტი კერძო ბანკების ნაცვლად სესხს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აიღებს.

განხილვა ხმაურისა და ბრალდებების ფონზე მიმდინრეობდა. უმცირესობის წევრები პენსიონერების, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და სტუდენტებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასო მგზავრობას ითხოვდნენ, უმრავლესობის წევრები კი აცხადებდნენ, რომ ბიუჯეტში პრობლემები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს შეიქმნა.

გაუგებრობის მთავარი მიზეზი ბაღების დაფინანსება და დინამოს სტადიონის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 4 მილიონი იყო. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ბიუჯეტის დეტალურ განხილვას ითხოვდნენ, რადგან, მათი თქმით, საფინანსო კომიტეტის დასკვნას არ იცნობდნენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს ავტოპარკისა და საწვავის ეკონომიის საკითხებზეც. გიორგი ალიბეგაშვილი ამბობს, რომ დეპუტატებს ლიმიტი დაუწესდებათ, რითიც ხარჯები 50%-მდე შემცირდება.

კომენტარები