გაერო-ში ვიზიტი

საგარეო უწყება: გაერო პრეზიდენტის ცვლილების შესახებ ინფორმირებული გვყავდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო დოკუმენტს ავრცელებს იმის დასადასტურებლად, რომ უწყებას გაერო ინფორმირებული ჰყავდა ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შესახებ.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლობაში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშრებულ სამიტზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურზე 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევაში (რომელიც საქართველოს წარმომადგენლობაში შემოვიდა 14 მარტს) დაშვებული იყო შეცდომა და იგი გაეროს სამდივნოს მიერ გამოგზავნილი იქნა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელზე, საზოგადოების ნაწილში მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქცია, კერძოდ, თუ  რატომ არ იყო ინფორმირებული გაერო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში პრეზიდენტი შეიცვალა, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ განვასაჯაროოთ პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის მიერ გამოგზავნილი მისალოცი წერილი, დათარიღებული 2013 წლის 25 ნოემბრით", - წერია განცხადებაში.

კომენტარები