კრიზისი უკრაინაში

ანდრეი პურგინი დონეცკის ოლქში თვითმმართველობის ვადამდელ არჩევნებს არ აღიარებს

დონეცკის ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის ვადამდელ არჩევნებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ვიცეპრემიერი ანდრეი პურგინი არ აღიარებს. პურგინის თქმით, დონეცკში უმაღლესი რადას მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგებს იგნორირებას გაუკეთებენ და საკუთარ არჩევნებს წლის ბოლომდე ჩაატარებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი უმაღლესმა რადამ სამშაბათს, 16 სექტემბერს, პარლამენტის სხდომაზე მიიღო. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში ადგილობრივი არჩევნები 2014 წლის 7 დეკემბერს ჩატარდება. დროებითი რეჟიმი 3 წლის ვადით დამყარდება. სახელმწიფო უზრუნველყოფს რუსულისა და სხვა ენების თავისუფალ გამოყენებას. რაიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების უკანონო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ნოვოროსიის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შექმნა გამოაცხადეს. მათი თქმით, შეიარაღებული ძალების მიზანი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში, თავდასხმებიც იქნება.

კომენტარები