თენგო ერისთავის საქმე

თენგო ერისთავის ოჯახი მის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს და აპროტესტებს

17 სექტემბერს დაკავებულ თენგო ერისთავს დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ერისთავის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია გამართეს. შეკრებილები აღნიშნავდნენ, რომ ერისთავი უკანონოდ დააკავეს. მათივე მტკიცებით, ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც დაკავებულს ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა, მას სამართალდამცავებმა ჩაუდეს.

ოჯახის წევრებისა და ადვოკატის თქმით, ნარკოტიკების თადაპირველად დასახელებული რაოდენობა - 7 აბი სუბოტექსი ბრალის წარდგენის დროს შეიცვალა და 12 აბად იქცა.

გუშინ დილით დაკავებული თენგო ერისთავის ოჯახის წევრები მის დაკავებას ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს უკავშირებენ. ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილის დაკავებით ოქროპირიძისთვის ბრალის შემსუბუქებას ცდილობენ. ერისთავისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

კომენტარები