დავით კოდუას საქმე

ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტზე პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას ითხოვენ. ოჯახის წევრების თქმით, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ კოდუას ჯგუფურად არ დასხმიან თავს, რამაც მუხლის გადაკვალიფიცირება გამოიწვია.

დავით კოდუას დედამ ლაურა ღაჭავამ იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს. ღაჭავა ნამორაძისთვის წარდგენილი მუხლის ცვლილებას აპროტესტებს და ამბობს, რომ წარმოუდგენელია დავით კოდუა მხოლოდ ერთ ადამიანს ეცემა.

დავით კოდუას თავს 3 მაისს დაესხნენ. მას მძიმე დაზიანებები და კონტუზია ჰქონდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო.

კოდუას ცემიდან რამდენიმე საათში შსს-მ ერთი პირი - ნოშრევან ნამორაძე დააკავა. ის პოლიციას თავად ჩაბარდა. შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში, ნამორაძე ჰყვება, რომ დავით კოდუას შურისძიების მიზნით სცემა.

კომენტარები