სამომხმარებლო ბაზარი

Alibaba.com ბაზარზე $24 მილიარდის ღირებულების აქციებს გაიტანს

REUTERS

მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული ონლაინ ვაჭრობის საიტი ჩინური Alibaba.com საფონდო ბირჟაზე $24 მილიარდის ღირებულების აქციებს გაიტანს, რაც ერთი კომპანიის მიერ საფონდო ბირჟაზე გატანილი აქციების ერთერთი ყველაზე დიდი რაოდენობაა.

2012 წელს Alibaba.com-სა და მისი კუთვნილი საიტების ბრუნვამ 1.1 ტრილიონი იუანი ანუ დაახლოებით $170 მილიარდი შეადგინა, რაც ერთად აღებული Amazon-ისა და eBay-ს ბრუნვას აღემატება.

Alibaba.com ყველაზე დიდი ონლაინ ფირმების ხუთეულში შედის, ის 1999 წელს დაარსდა და ჩინურ დახურულ ინტერნეტ სივრცეში ონლაინ ვაჭრობის გიგანტად იქცა. 2013 წლის 11 ნოემბერს ჩინურ დღესასწაულ ,,მარტოხელების დღეს" კომპანიამ $5.8 მილიარდის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, რითიც მან ონლაინ გაყიდვების რეკორდი დაამყარა.

Alibaba.com ამჟამად ამერიკულ და ევროპულ ბაზარზე ცდილობს პოპულარობის მიღწევას.

კომენტარები