FIFA-ს კოკა-კოლას რეიტინგი

FIFA-ს კოკა-კოლას რეიტინგში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 110-ე ადგილზეა

თემურ ქეცბაია
თემურ ქეცბაია

FIFA-მ კოკა-კოლას რეიტინგის განახლებული სია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 110-ე ადგილს იკავებს.

გასულ თვეს თემურ ქეცბაიას გუნდი მსოფლიოს 95-ე გუნდად იყო დასახელებული, მას შემდეგ კი შეგახსენებთ, რომ ჯვაროსნებმა თბილისში ირლანდიის ნაკრებთან 1:2 დათმეს. ამრიგად, ჩვენი ეროვნული გუნდი 15 საფეხბურით დაქვეითდა.

რეიტინგში პირველ ადგილას კვლავ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრებია, მეორე არგენტინაა, მესამე ადგილზე კი კოლუმბიის ნაკრები დაწინაურდა.


კომენტარები