შოტლანდიის რეფერენდუმი

შოტლანდიის მთავრობის მეთაური გადადგა

edinburghflipside.com

შოტლანდიის პირველი მინისტრი ალექს სალმონდი, რომელიც შოტლანდიის დამოუკიდებლობის კამპანიის ინიციატორი იყო, თანამდებობიდან გადადგა. ეს მას შემდეგ მოიხდა, რაც 18 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმზე შოტლანდიელთა 55 პროცენტმა ხმა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას მისცა.

ალექს სალმონდის განცხადებით, მთავრობაში მუშაობა მისთვის დიდი პატივი იყო და „ოცნება შოტლანდიის დამოუკიდებლობაზე არასდროს მოკვდება".

ბრიტანეთის პრემიერი დავიდ კამერონი დღეს რეფერენდუმის შედეგებს მიესალმა და შოტლანდიას მეტ ავტონომიას შეპირდა.  

კომენტარები