საფრანგეთი

სარკოზი პოლიტიკაში ბრუნდება

France's President Sarkozy attends a meeting with health responsibles at the Brie-Comte-Robert hospital
Philippe Wojazer / REUTERS

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პოლიტიკაში ბრუნდება. განცხადება ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე განათავსა. სარკოზის განცხადებით, იგი მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „კავშირი სახალხო მოძრაობისთვის" ლიდერობის კანდიდატი გახდება.

„ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მინდა მივცე საფრანგეთს ახალი პოლიტიკური არჩევანი, რადგან ამ სიტუაციაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, დამკვირვებლად ყოფნა უპასუხისმგებლობა იქნებოიდა", - აღნიშნავს სარკოზი.

ნიკოლა სარკოზი პოლიტიკიდან 2012 წელს წავიდა - მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდთან დამარცხდა.

ყოფილ პრეზიდენტს წაყენებული აქვს ბრალდებები „გავლენით ვაჭრობასა" (თანამდებობის ბოროტად გამოყენება) და კორუფციაში. 1 ივლისს იგი დაკითხვის მიზნით 24 საათით დააკავეს. თავად სარკოზი ბრალდებებს არ აღიარებს და ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

13 სექტემბერს სარკოზის ადვოკატმა პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ყოფილ პრეზიდენტისთვის ყველა ბრალდების მოხსნის შესახებ.
მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 2017 წელს გაიმართება.

კომენტარები