საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: სააკაშვილის ქონების დაყადაღება აშშ-ში ვიზიტს კარგ ფონს არ შეუქმნის

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღების ფაქტი ამერიკაში ვიზიტისას საქართველოს პრემიერმინისტრს კარგ ფონს არ შეუქმნის.

 „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთი კვირის წინ გააკეთა მძაფრი განცხადება, რომელსაც ყურადრებით მოვუსმინეთ, გულისყურით მოვუსმინე პირადად მე, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი მნიშვნელოვანწილად შეერთებული შტაბების პოლიტიკურ დახმარებაზეა. ერთი კვირის მერე დღეიდან, პრემიერი ღარიბაშვილი მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეს, არის გადაწყვეტილება პროკურატურის მხრიდან... ერთი კვირის წინ განცხადება, ერთი კვირის მერე ბატონი ირაკლი იქნება ამერიკაში. დღეს ხდება დაყადაღება ქონების. მე გეტყვით, რომ პოლიტიკურად ეს ძალიან რთულად ჩანს“,  - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში. 

„პროკურატურის კომპეტენციაში არ ვერევი. არც მაქვს არანაირი საზედამხედველო უფლება. მაგრამ საგრეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ბატონ ირაკლის არ შეუქმნეს მაინცდამაინც კარგი ფონი. იმედი მაქვს, ეს პრობლემა არ იქნება ჩვენი დელეგაციის თვასაზრისით. ჩვენ შევძლებთ იქ წინ გადადგმას პოლიტკიური ნაბიჯების. მაგრამ ამ ვითარებას, რატომ დაადეს ყადაღა, რა იყო ამის მიზეზი, რატომ ასე ერთ კვირაში სახელმწიფო დეპარტამენტიდან....მე უბრალოდ მინდოდა რომ უკეთესი ფონი ქონოდა ჩვენს დელეგაციას ვაშინგტონში...“,  - აღნიშნა  გიორგი  მარგველშილმა. 

კომენტარები