ტაძრის ჩამონგრევა

ავლაბარში ერევანცოც სურბ მინას უმოქმედო ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა

ავლაბარში ერევანცოც სურბ მინას უმოქმედო ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა. აღნიშნული ტაძარი სომეხთა ეპარქიას საბჭოთა პერიოდში ჩამოერთვა. ტაძარს 2007 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანების თანახმად, კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სომეხთა ეპარქია მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ისტორიულად ეპარქიის კუთვნილი და მისგან საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ტაძრები არ უბრუნდება ეპარქიას.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელ ლევონ ისახანიანის განცხადებით, ათწლეულების განმავლობაში ტაძრების მოუვლელობა მათ განადგურებას იწვევს.

სომეხთა ეპარქია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ტაძრების დაბრუნებას წლებია, ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნა ასახულია როგორც სახალხო დამცველის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებებში რელიგიის თავისუფლების შესახებ. ჩამორთმეული ტაძრების დაბრუნებას კიდევ რამდენიმე რელიგიური ჯგუფი მოითხოვს.

კომენტარები