ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელ მდივნად ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელ მდივნად ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს. მან აღნიშნულ პოსტზე მიხეილ მაჭავარიანი შეცვალა.

ნაციონალური მოძრაობის ცნობით, ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკური საბჭოს წევრებს ესაუბრა იმ ხედვებისა და გეგმების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც იგი პარტიაში სამომავლოდ აპირებს.

"საბჭომ დადებითად შეაფასა და მადლობა გადაუხადა მიხეილ მაჭავარიანს რთულ პერიოდში გაწეული სამუშაოსათვის. ასევე, სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები