BASSIANI

თბილისში 3 ოქტომბერს BASSIANI იწყება

თბილისში წვეულებების ახალი ციკლი, BASSIANI იწყება.

3 ოქტომბერს ბუდა ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, Rike Warehouse უცხოელ და ქართველ მუსიკოსებს უმასპინძლებს.

KASSEM MOSSE, ALIEN RAIN, VRIL, KOBOSIL - ეს გერმანელი დიჯეები დღევანდელი გერმანული ელექტრონული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული სახეები არიან. მათთან ერთად 3 ოქტომბერს ქართველი მუსიკოსები 3SULI და KANCHELI დაუკრავენ.

BASSIANI ღონისძიებების ციკლი იქნება, რომლის ფარგლებშიც ელექტრონული მუსიკის საღამოები, მასტერკლასები და გამოფენები გაიმართება.

3 ოქტომბრის საღამოსთვის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მისი ფასი 15 ლარია. ბილეთების შესაძენად უნდა დაუმეგობრდეთ BASSIANI-ს ოფიციალურ FACEBOOK გვერდს.

კომენტარები