მიხაილ ხოდორკოვსკი

ხოდორკოვსკი არ გამორიცხავს რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს

Reuters

კომპანია იუკოსის ყოფილ ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი არ გამორიცხავს რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს - ამის შესახებ რუსული გამოცემები იუწყებიან.

ხოდორკოვსკის განცხადებით თუ კი რუსეთში საკონსტიტუციო რეფორმები გატარდება და სახელისუფლებო უფლებამოსილების გადანაწილება მოხდება, ის რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებდა. მისი თქმით, მას სურს ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს.

კომპანია იუკოსის მფლობელი მიხაილ ხოდორკოვსკი 2003 წელს დააკავეს, სასამართლომ მას თაღლითობისთვის, ქონების მითვისებასა და გადასახადების დამალვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2010 წელს ხოდორკოვსკი და მისი პარტნიორი ლებედევი მეორედ გაასამართლეს და სხვისი ქონების მითვისებისთვის სასჯელი 14 წლამდე გაუზარდეს. ხოდორკოვსკის საქმემ კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა დასავლეთის მხრიდან, ხოდორკოვსკის პუტინის პირადი პატიმარიც უწოდეს. საერთაშორისო ამნისტიამ ხოდორკოვსკი და ლებედევი სინდისის პატიმრებად აღიარა.

ვლადიმირ პუტინმა მიხაილ ხოდორკოვსკი 2013 წლის დეკმებერში შეიწყალა.

კომენტარები