ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ არ სრულდება

უკრაინის შეიარაღებული ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესასრულებლად ემზადებიან, რომელიც ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანას ითვალისწინებს. ამავე დროს, კიევი აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ისევ არღვევენ და სამთავრობო ძალების პოზიციებს ბომბავენ. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 2 დაშავდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალები 5 და 19 სექტემბერს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებას ასრულებენ.  კერძოდ, მიმდინარეობს მზადება ფრონტიდან 15 კილომეტრის მანძილზე მძიმე შეიარაღების გასაყვანად. მზადება ახლა დაიწყო და მისი დასრულებისთვის ჯერ შეიარაღების განლაგების ახალი ადგილები უნდა განისაზღვროს, რათა მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეგვეძლოს

 

კომენტარები