სტიქია აჭარაში

სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის გასაცნობად პრეზიდენტი აჭარაში ჩავიდა

newposts.ge

სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ადგილზე გასაცნობად საქართველოს პრეზიდენტი აჭარაში გაემგზავრა. გიორგი მარგველაშვილი რეფერალურ საავადმყოფოში მივიდა, სადაც სტიქიის დროს დაზარალებული პირი მოინახულა.  ზარალის დასათვლელად საგანგებო შტაბიც შეიქმნა.  სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე ადგილობრივ მთავრობასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს. 

ქარმა, მეწყერმა და ძლიერმა წვიმამ მაღალმთიანი აჭარის სოფლები დააზიანა. დაიმეწყრა საკარმიდამო ნაკვეთები, რამდენიმე სახლს კი შესაძლოა საძირკველი გამოეცალოს. დაზარალებულები კომპენსაციას და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვენ. 

კომენტარები