ფარული აუდიო ჩანაწერები

ციხეებში ფარულ აუდიო ჩანაწერებს სხვადასხვა პირები გამოეხმაურნენ

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ნაციონალური მოძრაობა პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობის გამოძიებას, ასევე კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად ალექსანდრე ჭიკაიძის პარლამენტში მისვლას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ირმა ნადირაშვილი განცხადებას რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე დაყრდნობით აკეთებს, სადაც კრიმინალური ავტორიტეტები ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას კვლავ ისინი აკონტროლებენ. ნადირაშვილის თქმით, სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით ხელისუფლების დუმილი მათ ავთენტურობას ადასტურებს. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ კრიმინალების მთავარი იდეოლოგი ბიძინა ივანიშვილია.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველი გუნდის წევრებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი გავრცელებულ ჩანაწერებს ყოფილი ხელისუფლებისა და მედიის შეთქმულებას უწოდებს და ამბობს, რომ ისინი ქვეყანაში არსებული წარმატებული რეფორმების გადასაფარად გაასაჯაროვეს. 

დღესვე გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გასულ აუდიოჩანაწერებს  სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. თალაკვაძის განმარტებით, საკნებში გადაღებული კადრები, რომელიც გადაცემაში გავიდა, 2012 წლის მარტსა და აგვისტოშია youtube-ზე ატვირთული, ხელისუფლება კი 2012 წლის ოქტომბერში შეიცვალა. 

თალაკვაძის განცხადებას გადაცემის ავტორმა ეკა კვესიტაძემ უპასუხა. კვესიტაძის განმარტებით სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილე არ აზუსტებს 2013 წლის რომელი თვიდან დაიწყო ე.წ. რეზბალნიცის რემონდი. ამ დაწესებულებიდან გაკეთებული ჩანაწერები 2013 წლის 18 მარტით თარიღდება, შესაბამისად თალაკვაძის განმარტება კვესიტაძისთვის მიუღებელია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები