სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

თემურ ჯანაშიას ქონება და საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

news.accept.ge

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას ქონება და საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანაშია ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად დღეს პრესკონფერენციას გამართავს. 

ადვოკატის ინფორმაციით, ჯანაშიას დაუყადაღეს საბანკო ანგარიშები, მათ შორის ანგარიში, რომელზეც პენსიის თანხა ერიცხება. 

თემურ ჯანაშიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების გაფლანგვაში ედება ბრალი. აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მას გირაო შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ სდსს-ის ყოფილ უფროსს ბრალი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ედება. რამდენიმე დღის წინ, ქონება ექსპრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებსაც დაუყადაღეს.

კომენტარები