კრიმინალი

პეკინის გამზირზე ქალი დაჭრეს

გუშინ ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე პეკინის გამზირზე ქალი დაჭრეს. შემთხვევას ჟურნალისტი ზაზა სვანიძე შეესწრო, რომელმაც ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.

როგორც დაზარალებული აღნიშნავს, უცნობმა მამაკაცმა მისთვის ჩანთის წართმევა სცადა, მაგრამ უარის მიღების შემდეგ, დანით ყელსა და მარცხენა ხელზე დაჭრა.

ტაბულას შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

კომენტარები