ნედლეული

მეთანოლის რეექსპორტით რკინიგზა $20 მილიონ დამატებით წლიურ შემოსავალს მიიღებს

Petrocas Energy Group-მა აზერბაიჯანში წარმოებული მეთანოლის დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირება დაიწყო. მეთანოლის ექსპორტი დასავლეთში საქართველოს სატრანსპორტო კორიდორის გავლით  მოხდება. მეთანოლის რეექსპორტით საქართველოს რკინიგზა $20 მილიონ დამატებით წლიურ შემოსავალს მიიღებს. 

Petrocas Energy Group-მა აზერბაიჯანელ პარტნიორთან AzMeCo-სთან ერთად ფოთში 30 ათასი კუბური მეტრის მოცულობის 30 მილიონ დოლარად ღირებული მეთანოლის ტერმინალი ააშენა, სადაც 100 ადამიანამდე იქნება დასაქმებული. 

აღსანიშნავია, რომ Petrocas Energy Group-ის მთავარი აქციონერი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია. 

კომენტარები