ისრაელი-სირია

ისრაელმა გოლანის მაღლობებზე სირიული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო

nytimes.com

სამშაბათს, 23 სექტემბერს, ისრაელმა გოლანის მაღლობებზე სირიული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს. IDF-ის სპიკერის ლეიტენანტ პოლკოვნიკ პიტერ ლერნერის განმარტებით, ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა პატრიოტმა რუსული წარმოების სამხედრო თვითმფრინავი Сухой ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე დილით 9:15 საათისთვის დააფიქსირა. 

ისრაელის საჰაერო ძალების დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრიგადის გენერალ რამ შმუელის თქმით, სირიული სამხედრო თვითმფრინავი იდენტიფიცირებულია, როგორც SU-24. მისივე განმარტებით, თვითმფრინავის პილოტებმა კატაპულტის სისტემის მეშვეობით სირიის ტერიტორიაზე დაშვება წარმატებით შეძლეს, ხოლო თვითმფრინავის ნარჩენები ზღვაში ჩავარდა.

"ჩვენ ვერ შევეგუებით ისრაელის საჰაერო სივრცის დარღვევას. ჩვენ ვალდებულები ვიყავით ჩამოგვეგდო თვითმფრინავი, მიუხედავად იმისა, რომ მისი განზრახვა თავდასხმა არ ყოფილა. ჩვენ სირიის ომში არ ვერევით და არც გვაქვს ჩარევის განზრახვა. ჩვენი მიზანი ჩვენივე საზღვრების უსაფრთხოებაა", - აღნიშნა შმუელმა. 

ისრაელი და სირია ომის მდგომარეობაში იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ 1973 წელს დამყარებული დროებითი სამშვიდობო მდგომარეობა სირიის სამოქალაქო ომის გაჩაღებამდე არ დარღვეულა. დღევანდელ ინციდენტამდე რამდენიმე კვირით ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. 






კომენტარები