გარემოს დაცვა

პრემიერი: მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯები კლიმატური ცვლილებების შერბილებისკენ

ტაბულა

პრემიერი ღარიბაშვილი ნიუ იორკში გაეროს კლიმატის სამიტზე სიტყვით გამოვიდა, სადაც თქვა, რომ საქართველო მზადაა, გადადგას პროგრესული ნაბიჯები კლიმატური ცვლილებების შერბილებისკენ.

გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ რთული რელიეფი საქართველოს დაუცველს ხდის ისეთი ბუნებრივი საფრთხეების მიმართ, როგორიცაა წყალდიდობა, ღვარცოფი და მეწყერი. მისი თქმით, საქართველო მზადაა, გადადგას პროგრესული ნაბიჯები კლიმატური ცვლილებების შერბილებისკენ.

„აშშ-ის მთავრობასთან ერთად, ჩვენ ვამზადებთ დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს ინტეგრირებულ, ყოვლისმომცველ მიმართულებას გრძელვადიანი, მდგრადი განვითარებისკენ და დაგვეხმარება კლიმატური ცვლილებების სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში. საქართველო მუშაობს სათანადო ეროვნული შემარბილებელი ღონისძიებების (NAMA) მომზადებაზე და ამაყობს, რომ მიაღწია პირველი დონის შესაბამისობას გაეროს კლიმატურ ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის NAMA-ს რეესტრში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა ხელს უწყობს განახლებადი ენერგორესურსების განვითარებას.

კომენტარები