სამომხმარებლო ბაზარი

Gulf საწვავს 5-6 თეთრით გააიაფებს

24 სექტემბრიდან Gulf-ი საკუთარ ქსელში საწვავის ფასებს დაახლოებით 5-6 თეთრით შეამცირებს.

ტაბულასთან საუბრისას Gulf-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ კომპანია ქართულ სამომხმარებლო ქსელში საწვავის ფასებს შეამცირებს, რაც მსოფლიოში ნავთობის ფასის კლებას უკავშირდება.

მსოფლიოში ნავთობის ფასებმა კლება დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, რაც სამომხმარებლო ბაზარზე ასახვას ახლა იწყებს.

კომპანია ფასებს გაყიდვაში არსებულ ყველა პროდუქტზე, მათ შორის, პრემიუმ საფასო სეგმენტის საწვავ G-Force-ზეც დაწევს. 

კომენტარები