სმარტფონები

მომხმარებელთა ნაწილი ჩივის, რომ iPhone 6 და iPhone 6 Plus ფორმას იცვლის

Twitter/Nelson Cardoz

ახალი iPhone 6 და iPhone 6 Plus შესაძლოა, უფრო თხელი და განიერია, თუმცა, როგორც მომხმარებელთა ნაწილი ჩივის, ალუმინის კონსტრუქცია ფორმას იცვლის.

მომხმარებლები ფორმაშეცვლილი iPhone-ის ფოტოებს და ვიდეოებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ სმარტფონზე დაწოლის შედეგად, ის იღუნება.

ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით, iPhone 6 Plus მას ჯიბეში დაახლოებით 18 საათის განმავლობაში ედო, რა დროსაც მან ფორმა შეიცვალა. 

კომენტარები