კრიმინალი

რუსთავის საჯარიმო სადგომიდან ავტომობილების გაქურდვისთვის დარაჯი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში, შპს 600-ის დაქვემდებარებული საჯარიმო სადგომიდან ავტომობილების ნაწილების ქურდობისთვის სადგომის დარაჯი, 1982 წელს დაბადებული, წარსულში თაღლითობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი არტურ გ. დააკავა.

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულმა დარაჯად მუშაობისას თაღლითური გზით ორი კვადროციკლი და ორი ავტომანქანა გაასხვისა, ავტომობილებიდან კი, სათადარიგო ნაწილები მოხსნა და გაყიდა. დაკავებული პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება თაღლითობისა და ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

რუსთავში, შპს 600-ის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარიმო სადგომზე, ავტომობილები 16 სექტემბერს გაქურდეს.

კომენტარები