დაპირისპირება

ახვლედიანის ქუჩაზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა

ახვლედიანის ქუჩაზე (ყოფილი პეროვსკაია) მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ტაბულას თვითმხილვლებმა განუცხადეს, ჩხუბი საქართველოსა და ირანის მოქალაქეებს შორის მოხდა, დაახლოებით 19:00 საათზე. ჩხუბის მიზეზებზე ადგილობრივები არ საუბრობენ და კამერასთან კომენტარისგან თავს იკავებენ.

ადგილზე ორი საპატრულო ეკიპაჟი იმყოფებოდა. ერთ-ერთი პოლიციელი მოქალაქეებს უხსნიდა, რომ თვითონაც არ მოსწონს თურქები, „მაგრამ ასეა". შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩხუბი არ ყოფილა და მხოლოდ სიტყვიერი კამათი იყო. ტაბულას კითხვას, ვინ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და სიტყვიერი კამათის გამო გამო რატომ მივიდა ორი ეკიპაჟი, უწყებაში არ პასუხობენ.

კომენტარები