პუშკინის ქუჩა

ნარმანია: ესტაკადა გაკეთდება, პუშკინის ქუჩაზე კი ორმხრივი მოძრაობა აღდგება

დავით ნარმანია
RFE/RL

ესტაკადა აუცილებლად გაკეთდება - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობას. დავით ნარმანიამ ასევე განმარტა, რომ გზის მშენებლობა პანორამა თბილისთან კავშირში არ არის. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ესტაკადის მშენებლობა გამოწვეულია იმით, რომ დედაქალაქის ამ მონაკვეთში მოძრაობა გადატვირთულია.

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში ბიუროს რიგგარეშე სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ პროექტის დაწყებამდე  სატრანსპორტო სამსახურმა აუცილებელად უნდა შეისწავლოს ეს ტერიტორია, რომ დაადგინოს, თუ რამდენად განტვირთავს ესტაკადა ამ ტერიტორიაზე საავატომობილო მოძრაობას. საკრებულოს წევრის სევდია უგრეხელიძის აზრით კი ამ ტერიტორიაზე მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს, რადგან ეს კულტურულ მემკვიდრეობას დააზიანებს.

ცნობილია, რომ ესტაკადა პუშკინის ქუჩაზე აშენდება და ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება, პუშკინის ქუჩაზე კი ორმხრივი მიმოსვლა აღდგება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ესტაკადის ქვეშ მოექცევა. კეთილმოწყობის სამსახურს საპროექტო სამუშაოების დაწყებისთვის უკვე გამოეყო 140 ათასი ლარი. პროექტის ღირებულება კი 2 მილიონი ლარია და იგი 2015 წლისთვის დასრულდება.

კომენტარები