გაეროს გენერალური ასამბლეა

პრემიერი 2015 წლისთვის აბრეშუმის გზის ფორუმის დაარსებას გეგმავს

0 კომენტარი
ფოტო: kvira.ge

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და აბრეშუმის გზის განახლების თაობაზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, ახალი აბრეშუმის გზის სრული პოტენციალის ამოქმედებისათვის საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა ვაჭრობისა და ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროში. 

"სრულფასოვანი გამოყენების შემთხვევაში აბრეშუმის გზის რეგიონი იქცევა მნიშვნელოვან ძალად ვაჭრობის გაფართოების, ახალი ენერგორესურსების და ენერგომომარაგების ქსელების განვითარებისა და კულტურული თანამშრომლობის კუთხით. ენერგორესურსები არის აბრეშუმის გზის ეკონომიკური განვითარებისა და ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა" - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ასევე ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაში საქართველოს როლზე ისაუბრა. მისივე თქმით, შაჰ-დენიზის კონსორციუმმა გამოაცხადა სამხრეთ კავკასიის მილსადენის მასიური გაფართოების შესახებ აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, რაც დამატებითად უზრუნველყოფს ევროპასა და თურქეთის ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრით და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს საქართველოში. 

"საქართველო მზად არის გამოიყენოს თავისი, როგორც გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნის, სტრატეგიული მდებარეობა და თავისი წვლილი შეიტანოს აბრეშუმის გზის სრულ აღდგენაში.
ამ მიზნით, ვგეგმავ, 2015 წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის" დაარსებას. ჩვენი ხედვით, ეს იქნება ყველა იმ სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრები საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან აბრეშუმის გზის მომავლით. ეს ფორუმი მიეძღვნება აბრეშუმის გზის გასწვრივ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის ახალი იდეების მოძიებას. ეს ფორუმი გადავა დისკუსიიდან საქმეზე" - აღნიშნა პრემიერმა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები