გაეროს გენერალური ასამბლეა

სუბარი: ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა იყოს სტაბილური

სოზარ სუბარი

გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გამოეხმაურა. სუბარმა ყურადღება რუსეთთან ურთიერთობაზე გაამახვილა.

"დასამალი არ არის, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა იყოს სტაბილური, იმიტომ რომ ეს სჭირდება პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას. გარკვეული მიმართულებები ამ მხრივ წარმატებულიც არის. ეს არის მხოლოდ მცირედი, იმიტომ, რომ რუსეთის მხრიდან ამის პასუხად ძალიან ხშირად არის ხოლმე იგივე მავთულხლართები და უამრავი სხვა პრობლემა“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფალ მედიაზე, ენერგეტიკულ პროექტებს და რეგიონალურ საკითხებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე, ადამიანის უფლებებზე, რუსეთთან ურთიერთობებზე და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა.

კომენტარები