გაეროს გენერალური ასამბლეა

მაია ფანჯიკიძე: გამოსვლა იყო ძალიან შინაარსიანი, საინტერესო და ყოვლისმომცველი

0 კომენტარი
ფოტო: pirveliradio.ge

გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიაძე გამოეხმაურა. ფანჯიკიძემ პრემიერის გამოსვლა დადებითად შეფასა.

"იყო ძალიან შინაარსიანი, საინტერესო და ყოვლისმომცველი. მან ისაუბრა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, გატარებულ რეფორმებზე ბევრი კუთხით. მან აღნიშნა, რომ საქართველომ გადადგა ბევრი ნაბიჯი რუსეთის მიმართულებით და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, რომ ახლა უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ მოხდეს ქვეყნის დეოკუპაცია. პრემიერმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მიმართა ჩვენს აფხაზ და სამხრეთ ოსეთელ ძმებს და მოუწოდა მათ იმისკენ, რომ ჩვენთან ერთად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობაში“ - აღნიშა ფანჯიკიძემ.

გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფალ მედიაზე, ენერგეტიკულ პროექტებს და რეგიონალურ საკითხებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე, ადამიანის უფლებებზე, რუსეთთან ურთიერთობებზე და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები