მოლდოვა

მოლდოვა რუსეთის ჯარების გაყვანას მოითხოვს

trm.md

მოლდოვა ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გაყვანას მოითხოვს. ამის შესახებ მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატალია გერმანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა.
„ველით, რომ რუსეთი ჯარების გაყვანის პროცესს შეფერხებების გარეშე დაასრულებს", - განაცხადა გერმანმა. მისი თქმით, დნესტრისპირეთის რეგიონში რუსული ძალების ყოფნა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს და მოლდოვას კონსტიტუციას სდა ხელს უშლის სამშვიდობო პროცესს რეგიონში.

გერმანის განცხადებით, დნესტრისპირეთში სამშვიდობო სამხედრო ოპერაციის საერთაშორის სამოქალაქო მისიად ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს, რაც პოლიტიკურ პროცესს დადებით მუხტს მისცემს.

მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარი დაუჭირა მოლაპარაკებების გაგრძელებას 5+2 ფორმატში (მოლდოვა, დნესტრისპირეთი, რუსეთი, უკრაინა, ეუთო და აშშ).
რუსეთის სავაჭრო ემბარგოს მოლდოვურ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე გერმანმა უსაფუძვლო უწოდა.

კომენტარები