ანაკლიის პორტი

პრემიერი: ანაკლიის პორტი ჩვენი მთავრობის წარმატებული პროექტი იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი
Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი ამჟამინდელი ხელისუფლების წარმატებული პროექტი იქნება. მისივე განმარტებით, ანაკლიის პორტის თაობაზე ის ამერიკულ მხარესთან მუშაობას გეგმავს.

"მქონდა შეხვედრა ერთ-ერთ გიგანტურ კომპანიასთან ანაკლიის პორტის თაობაზე. ჩვენ ვგეგმავთ ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა ამერიკულ მხარესთან, ამერიკულ კომპანიებთან. ასევე ეკონომიკის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ბიზნესმენებთან, რომლებიც დაინტერსებული არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. ანაკლიის პორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი. გუშინდელ ჩემს გამოსვლაში შემთხვევით არ დავუთმე მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი აბრეშუმის გზის გაფართოებას და განვითარებას. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ამან შეიძლება მოიტანოს ეფექტი რამდენიმე წელიწადში, ეს არის გრძელვადიანი პროექტი. მიმაჩნია, რომ ანაკლიის პორტი იქნება ჩვენი მთავრობის წარმატებული პროექტი" - განაცხადა პრემიერმა. 

კომენტარები